2025-12-20 15:21:02
პოლონეთში ჩქაროსნულ მაგისტრალზე ძლიერი ავარია მოხდა. შეჯახებისას თვრამეტი მანქანა დაზიანდა, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ლუბლინის პოლიცია პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
პოლონური პოლიციის ცნობით, ინციდენტი დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა ლუბლინსა და ჟეშოვს შორის არსებულ გზატკეცილზე. შეჯახებაში ცამეტი მსუბუქი ავტომობილი, ორი სატვირთო მანქანა და სამი მიკროავტობუსი დაზიანდა. რვა მანქანამ მოახერხა დამუხრუჭება და არ დაზიანებულა.დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.