საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერი სრუსთავშია

2025-12-20 14:54:36

20 დეკემბერს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში არსებულ სადგურებზე დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთავშია.

რუსთავის ატმოსფერულ ჰაერში დღეს PM2.5, ასევე PM10-ს საქარტველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.
ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 20 დეკემბერს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 59.17 მკგ/მ3, PM10-მაჩვენებელი 110.43კგ/მ3,  ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 42.71მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 74.71მკგ/მ3.

რეკომენდირებულია პირბადის ტარება. მოერიდეთ გარე აქტივობებს.