რა სიახლე დაემატა "მესენჯერის" აპლიკაციას

2025-12-20 13:40:17

მეტას აპლიკაცია "Messenger"-ს ახალი AI ფუნქცია დაემატა. ინფორმაციას ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად , Meta AI-ს (მეტას ხელოვნური ინტელექტის ბოტს) ქართული ენა დაემატა.
ახლა უკვე ჩატბოტთან საუბარი ქართულ ენაზეც შესაძლებელია.