რუსთავში მოძრაობის დროს მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა [video]

2025-12-17 19:13:26

რუსთავში მოძრაობის დროს მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. [video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით აღმაშენებლის ქუჩაზე, მოძრავ "ფორდის" მარკის მიკროავტობუსს, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა.

მძღოლმა მოასწრო და მიკროავტობუსი დრულად დატოვა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

სატრანსპორტო საშუალება სრულად დაიწვა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძღო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.