იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს

2025-12-17 17:41:50

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიაში ვია ჯობერტის ქუჩაზე, მაღაზიაში ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.

39 წლის ქართველი მამაკაცი,რომელიც მაღაზიიდან ტანსაცმელს იპარავდა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი წარსულში ერთხელ უკვე იქნა დაკავებული იტალიელი სამართალდამცავების მიერ.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.