ვის გაუნულდება არსებული ჯარიმები

2025-12-17 16:31:01

ახალი კანონპროექტის თანახმად ტაქსის მძღოლებს ჯარიმები გაუნულდებათ.

ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ და დაჯარიმდნენ, ჯარიმები და საურავები ჩამოეწერებათ.

განიხილება ათასობით ადმინისტრაციული საქმე და 8 მილიონ ლარამდე ჯარიმა რომელიც შესაძლოა განულდეს.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო.