2025-12-11 17:30:29
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ოთარაშვილი, ხოლო მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად არჩილ მახარაძე დაინიშნა.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფიფია დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ოთარაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე მჭედლიშვილი დაინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი არჩილ მახარაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გუნავა დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსად;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გეწაძე დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.