ურთიერთშელაპარაკების დროს 2 პირი დაჭრეს

2025-12-11 11:07:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

"დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პოლიციამ ა.თ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.