2025-12-11 12:04:14
თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა.
ავტომობილი დაეჯახა, ქალის დასახმარებლად გადასულ დედასაც. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებულია ერთი პირი.