2025-11-25 00:00:03
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა და ტროტუარის დამცავი ბეტონის ბოძი გაანგრია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.