რუსთავში ისევ ძალიან ცუდი ჰაერია

2025-11-24 19:11:37

24 ნოემბერს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია.

ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები.

ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 23 ნოემბერს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 81.55 მკგ/მ3 , PM10-მაჩვენებელი 135.43 კგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე  PM2. 5-ის მაჩვენებელი73.65 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 115.48 მკგ/მ3.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, (PM10 და PM2.5) ნაწილაკების მატება ატმოსფერულ ჰაერში განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით.

"გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს. 
24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთ სადგურზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც 
განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე.

ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge",- ნათქვამია განცხადებაში.