რუსთავის რომელ ქუჩებზეა კარგი და ცუდი ჰაერი

2025-11-15 19:17:11

რუსთავის სხვადასხვა ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა მაჩვენებელია

air.gov.ge ინფორმაციით რუსთავში ბათუმის ქ.№19 და მეგობრობის გამზ.№35 მიმდებარე ტერიტორიაზე არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაბინძურებისა და P2.5 ნაწილაკების. ჰაერის ხარისხი დამაკმაყოფილებელია შარტავის გამზირის მიმდებარედ, ხოლო ცენტრალურ პარკსა და ლეონიძის სკვერში ითვება საუკეთესოდ.

6 ნოემბრიდან, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა, რომელიც განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

P2.5 ნაწილაკები იწვევს თვალებისა და ყელის სიმშრალეს, აგრეთვე მშრალ ხველას. მაღალია ქრონიკული ბრონქიტისა და გულის შეტევების რისკი.