რუსთავის ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოს წარუდგინა

2025-11-15 16:23:28

რუსთავის  მერიამ, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადებში წარუდგინა. ქალაქი ინერჩუნებს  ბიუჯეტის ზრდის დინამიკას, რომელიც რუსთავს გასული 4 წლის განმავლობასი ჰქონდა და წლის დასაწყისისთვის, რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი პარამეტრები, 172 631 084 ლარითაა განსაზღვრული.  

ბიუჯეტის  პროექტში, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 80 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული და პრიორიტეტი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია და ქალაქის შიდასაუბნო სივრცეების განვთარება იქნება. 

გაგრძელდება უკვე დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: თბილისის, რუსთაველის მესხიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ძალიან მალე დაიწყება ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპირიოს ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება მე-19 მიკრორაიონში და აღმაშენებლიდან ხანძთელის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე. დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი, გრძელდება ახალი ლიფტების და კორპუსების კეთლმოწყობისთვის განსაზღვრული პროექტები. 

არსებულ 34 სოციალურ პროგრამას, ახალი მიმართულებები ემატება. სიახლეებია დაგეგმილი სპორტული, ახალგაზრდული,  კულტურული პროექტების, განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.

მომდევნო დღეებში, რუსთავის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვები დაიწყება. წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა ბიუჯეტის პროექტის მოსასმენად, 25 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს