რუსთავის ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ნიშნულზეა

2025-11-15 15:11:58

რუსთავში ჰაერის დაბინძურების ინდექსი საგანგაშოა.

ai.gov.ge  მიხედვით რუსთავში ჰაერის დაბინძურების ინდექსი 111-ს შეადგენს. ჰაერში P2.5 არის 74.4 რაც საშუალო ნორმას 14.9 ჯერ აღემატება. 

გრძელვადიანად და ინტენსიურად გარეთ ყოფნა არ არის რეკომენდირებული: ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ორსულებისთვის და გულსისხლძარღვთა ან სასუნთქი გზების დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

რეკომენდირებულია გავიკეთოთ პირბადე, მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, ასთმის ან ბრონქიტის შემთხვევაში არ გავიდეთ გარეთ და გარე აქტივობისთვის დაველოდოთ დაბინძურების დაბალ მაჩვენებელს.