2025-11-15 13:18:42
ავარიის დროს მიკროავტობუსი გადაყირავდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისში, სამგორის მეტროსთან, "ტოიოტა"-ს მარკისა და "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა რა დროსაც, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.