2025-11-15 12:17:06
იტალიური პოლიციის ინფორმაციით, 145 დეპორტირებული ადამიანიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეა. რომელსაც ყალბი დოკუმენტაცია ჰქონდა და ამავდროულად არალეგალურად იმყოფებოდა იტალიაში.
იტალიის პოლიციის უფროსის ბრძანებით, ემილია-რომანიის დანაშაულის პრევენციის განყოფილების თანამშრომლების მხარდაჭერით, საგანგებო სპეცოპერაცია ჩატარდა.
ოპერაციის შედეგად 145 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა.
დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, გარდა იმისა, რომ არალეგალურად იმყოფებოდა იტალიაში, ყალბი დოკუმენტებიც აღმოაჩნდა. პოლიციამ დაუყოვნებლივ გასცა გაძევების ბრძანება, რასაც მოჰყვა იძულებითი ესკორტირება ორიო ალ სერიოს საჰაერო საზღვარზე.- ინფორმაციას იტალიური მედია il Dolomiti ავრცელებს