საქართველოში ძებნილი პირი დააკავეს

2025-11-11 15:13:32

სომხეთის აეროპორტში საქართველოს ინტერპოლის მიერ ძებნილი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას სომხური ონლაინ მედია tert.am ავრცელებს.

მედიის ცნობით, 9 ნოემბერს, 15:15 საათზე, საზოგადოებრივი პოლიციის „ზვარტნოცის“ აეროპორტის განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ერევანი-სოჭის რეისის რეგისტრაციის შემდეგ 44 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული 2024 წლის მაისიდან საქართველოს ინტერპოლის მიერ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით იძებნებოდა. მისი პოვნის შესახებ სომხეთის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს აცნობეს.