რუსთავში, რამდენიმე მისამართზე წყალმომარაგება შეიზღუდება

2025-11-11 12:26:15

რუსთავში, რამდენიმე მისამართზე წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანია ჯივიპი რუსთავი განცხადებას ავრცელებს.

"რუსთავი, XIX მიკრო რ-ნი, N14 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11/11/2025 12:30 დან 11/11/2025 21:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 19 მკრ-ნი N 1,6,11,12,12 პრიმი, 13,14,17",- ნათქვამია განცხადებაში.