რუსთავში, კოსტავას გამზირზე საახალწლოდ ახალი განათებები მოეწყობა [photo]

2025-11-11 14:42:54

რუსთავში, კოსტავას გამზირზე წელს ახალი საახალწლო დეკორაციები დამონტაჟდება.

საახალწლო გასანათებელი დეკორაციების შესასყიდად რუსთავის ააიპ 
"კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა" ელექტრონული ტენდერი გამოახადა. 

დეკორაციების შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარია გამოყოფილი. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი უკვე დაწყებულია. 

დეკორაციების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა "რუსთავსერვის ცენტრმაც". ცენტრი 96 295 ლარად საშობაო დეკორაციების ყიდვას აპირებს.