2025-11-10 11:19:27
მასწავლებლებს კერძო რეპეტიტორობა არ აეკრძალებათ.
ამის შესახებ განმარტება განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები (კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ) არ ეხებათ რეპეტიტორებს.
"დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად.
იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებული არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება,“- თქვა ზვიად გაბისონიამ.