ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არასრულწლოვანს ავტომობლი დაეჯახა

2025-11-03 21:39:49

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივი მედიის, 24news-ის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშანთან "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი მოზარდს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საინფორაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.