"ერთ-ერთი მიზეზია დამსაქმებლების მიერ შეთავაზებული დაბალი ანაზღაურებაა"

2025-11-03 17:34:56

სამშენებლო სექტორში არსებული კადრების დეფიციტზე დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე განცხადებას აკეთებს.
ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კადრების დეფიციტი არამხოლოდ სამშენებლო სექტორში, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც ხშირია. პრობლემის საფუძველი როგორც სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციაა ასევე დამსაქმებლების მიერ შეთავაზებული დაბალი ანაზღაურებაა.
„ბაზრის მექანიზმები არის დასარეგულირებელი. დამსაქმებლები ამბობენ, რომ ბევრი სამუშაო ადგილი გვაქვს და არ მოდიან, სამუშაოს მაძლიებლების პოზიციით კი, არ არის შესაბამისი ანაზღაურება. ორივე მხარე ნაწილობრივ მართალია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ შესაბამის ანაზღაურებას სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაცია, კვალიფიკაციის თემა კი არ არის ქვეყანაში დარეგულირებული. დიპლომის აღება არ ნიშნავს შესაბამის კვალიფიკაციას.“ - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.