რუსთაველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონია

2025-11-03 19:41:19

რუსთაველი სპორტსმენი, ნიკოლოზ ჭიოკაძე კიკბოქსში 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონია.

ამირან ანჯაფარიჯის გაწვრთნილმა რუსთაველმა სპორტსმენმა რომში გამართულ 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოლდოველი მეტოქე დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.

15 წლის სპორტსმენმა გამარჯვებასთან ერთად ქამრის მოპოვებაც შეძლო.