2025-11-01 19:11:15
საქართველოში მუნის უკვე 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მუნით ინფიცირების შემთხვევებია გამოვლენილი. ინფექციური პარაზიტული დაავადება, სავარაუდოდ, რამდენიმე მოზარდს დაუდასტურდა.
სკოლაში, სადაც მუნის შემთხვევები დაფიქსრიდა, სწავლა ამ დრომდე არ შეწყვეტილა. ადგილობრივების თქმით მასწავლებლები მშობლებს პანიკის მოწყობაში ადანაშაულებენ.
ამავე სკოლის მოსწავლეების მშობლები ყვებიან, რომ ამ დრომდე ელოდებიან სკოლის ადმინისტრაციისგან ინფორმაციას.
მათ აინტერესებთ, ჩატარდა თუ არა საკლასო ოთახებში დეზინფექცია და რამდენად უსაფრთხოა გარემო სხვა ბავშვებისთვის.