2025-11-01 19:00:31
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის შესასვლელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.
მოსახვევში ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.
მომხდარის გამო გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობი იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.