საბერძნეთში ქართველი კაცი დააკავეს

2025-11-01 16:32:57

საბერძნეთში არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ქართველი დააკავეს
საბერძნეთში,თესალონიკის პოლიციის თანამშრომლებმა „მაკედონიის“ აეროპორტში 35 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს . მამაკაცი ისრაელში გაფრენას ცდილობდა ისრაელის მოქალაქის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით.
პოლიციის ოფიციალური განცხადების თანახმად, პასპორტის კონტროლის დროს აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მგზავრის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ყალბი იყო.
„თესალონიკის აეროპორტის უსაფრთხოების პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 35 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბ პასპორტს იყენებდა და ისრაელში გაფრენა სურდა“ - აცხადებს თესალონიკის პოლიცია