2025-11-01 11:14:10
სამართალდამცავებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს, რასთან დაკავშირებითაც 9 პირი დააკავეს.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ერთი ბრალდებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 9 პირი დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული დ.ხ.; 1987 წელს დაბადებული ო.მ.; 1985 წელს ნ. მ., 2004 წელს დაბადებული მ.ტ., 1995 წელს დაბადებული ო.ო., წარსულში ნასამართლევები: 1983 წელს დაბადებული დ.ქ., 1990 წელს დაბადებული ვ.ხ., 1976 წელს დაბადებული ნ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.ა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. ერთ-ერთი ბრალდებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.