ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს "ტოიოტას" და "შევროლეტის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
გზაჯვარედინზე შეჯახების შემდეგ "შევროლეტის" მარკის ავტომობილი ინერციით ტროტუარზე ავარდა და საგზაო ნიშანი მოგლიჯა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.