7 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.
ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაბინძურება ფიქსირდება რუსთავშიც 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM10-ის მაჩვენებელი 60.94კგ/მ3, PM2,5 - 26.35კგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე PM10-ის 54.57მკგ/მ3, PM2,5 - 25.22კგ/მ3.