ავტოსაგზაო შემთხვევა - ძლიერი შეჯახება

2025-10-03 01:32:46

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კახეთის გზატკეცილზე, "მაზდა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღაზია "ნიკორას" წინ განთავსებულ განათების ბოძს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

დაშავებული უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.