გარდაიცვალა ქალი, რომელიც ქმარმა ჯერ დაჭრა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მონიტორი" ავრცელებს.
შემთხვევა 25 სექტემბერს კასპში მოხდა. კაცმა ცოლს ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ დაჭრა და ცეცხლი წაუკიდა.
ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.