გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ორი პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.