რუსთაველმა მრბოლელმა ვანო მძელურმა აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზეც პირველი ადგილი დაიკავა.
მრბოლელმა გამარჯვებასთან ერთად რეკორდიც დაამყარა და 2 წუთს 30 წამსა და 5 წამის მეათედში წვიმიან და ნისლიან ამინდში თონეთი-დიდგორის გზაზე 5,5 კილომეტრის გავლა შეძლო.
საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში წლის განმავლობაში 5 ეტაპად მიმდინარეობს.
მიმდინარე ჩემპიონატში ეს ვანო მძელურის მე-3გამარჯვებაა და ბოლო, მე-5 ეტაპი ოქტომბერში გაიმართება.