უბედურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

2025-10-01 12:38:05

ქარელის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, კაცი ხელის ტრაქტორის მართვისას გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაიღუპა.

შემთხვევა სოფელ ბრეთში მოხდა.  

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.