შსს-მ კახა კალაძის ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2025-09-09 23:00:50

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება - 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამწნტთან გადაინაცვლეს.

მანამდე პროტესტის მონაწილეებმა კახა კალაძის ბანერზე წარწერა: „რუსული ოცნება“ გააკეთეს.