რუსთაველი მხატვრის ლაშა კალანდაძის პერსონალური გამოფენა [photo]

2025-09-09 18:20:09

რუსთავში ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში რუსთაველი მხატვრის ლაშა კალანდაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. 

საგამოფენო სივრცეში მხატვრის 30 ნამუშევარია გამოფენილი და ნებისმიერ მსურველს ერთი თვის განმავლობაში შეუძლია დაათვალიეროს.

"გამოფენაზე წარმოდგენილია 30 ნამუშევარი. გაგრძელდება ერთ თვე. გამოფენას ქვია ჩემი მეგობარი ქალაქი და ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ქალაქში შემიძლია თანამოქალაქეებს ჩემი სიყვარული ნახატებით გავუზიარო",- გვითხრა ლაშა კალანდაძემ. 

გამოფენას დაესწრო ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძეც.

"რუსთავის გალერეა კიდევ ერთ ძალიან ნიჭიერ რუსთაველ ახალგაზრდას მასპინძლობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანს მთელი გულით უყვარს რუსთავი და აქ გამოფენილი ნამუშევრებიც ამაზე მეტყველებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი გუნდი ამაყი ვართ, რომ ვქმნით ქალაქში ისეთ შესაძლებლობებს, რომელსაც ბევრი ნიჭიერი ადამიანი კიდევ უფრო გამოიყენებს",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.