ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2025-09-09 20:15:09

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ, ერთმანეთს მოტოციკლი და "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი დაეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

ავარიის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა ქალი რომელიც მოტოციკლს მართავდა. პაციენტს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია და შემდეგ მისი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. არსებული ინფორმაციით დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.