სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგვისტოს თვეში რუსთავში 1 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 5 ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 20 ობიექტიდან, დოკუმენტურად 4, გადაამოწმეს 5.
ჯარიმა ერთ ობიექტს კრიტიკული ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის დაუწერეს.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 30 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 79-დან, 27დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 47, დააჯარიმეს 7.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.