ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მარჯვენა მხარეს გადავიდა, მოარღვია რკინის ჯებირი და საბოლოოდ შუა გაზე გაჩერდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.