სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს.
სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.
ლევან ხარაბაძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა, ზუსტად 4 თვის წინ, მიმდინარე წლის მაისში დაიკავა.