სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 10:00 საათიდან 10:30 საათამდე და 18:30 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში: შევჩენკოს, კლდიაშვილის, თოდრიას, მეგობრობის, თავგორაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 10:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს კლდიაშვილის, თოდრიას, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.