რუსთავში “გახარია - საქართველოსთვის" სავარაუდო პროპორციული სია

2025-09-03 23:28:19

რუსთავში “გახარია - საქართველოსთვის" პროპორციული სია ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა "ინფო რუსთავმა" მოიპოვა ინფორმაცია სავარაუდოდ ვინ იქნება სიაში: 

სააგენტოს ინფორმაციით “გახარია - საქართველოსთვის" რუსთავის საკრებულოში პარტიის შემდეგი წევრების შეყვანას შეეცდება:

ნოდარ შეროზია, ნათია შელეგია, ზაზა ჯაიანი, ზვიად დოლიძე, ლაშა ლობჯანიძე, ნუკრი რამიშვილი, გიორგი ჭანტურია, არსენ დემეტრაშვილი, ზაზა ხაჩიძე.

სია არ არის სრულყოფილი და ასევე შესაძლოა იყოს ცდომილებაც. ჩვენი ინფორმაციით პარტიაში ამ დრომდე აზუსტებენ მაჟორტიარების კანდიდატურებს. 

შეგახსენებთ რომ შეთანხმებისამებრ, 5 ოლქში იქნება ლელოს, ხოლო მეორე 5 ოლქში საქართველოსთვის კანდიდატები.

“გახარია - საქართველოსთვის” და "ლელო" მერობის საერთო კანდიდატს წარადგენენ და ეს იქნება თამარ კეკენაძე.