როგორი ამინდი იქნება მომდევნო 3 დღე რუსთავში

2025-08-24 14:06:45

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 25 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება.

მათი ცნობით, 25 აგვისტოს რუსთავში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ხოლო დღის განმავლობაში 34 გრადუსამდე ავა.

26 აგვისტოს იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, დღისით კი +34-მდე ავა.

27 აგვისტოს იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა ღამით +21 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით +34.