თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია

2025-08-24 16:32:25

თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია. 

ცეცხლი მთის ფერდობზე, ალპურ ზონაში ბალახს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის ქრობაში ვერტმფრენია ჩართული.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი. 

ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე  გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა. 

ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით. 

დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”,-  ნათქვამია განცხადებაში.