რუსთავში დენი გაითიშა

2025-08-24 15:24:23

მთელ რუსთავში დენი გაითიშა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი" დენის გათიშვის მიზეზს და აღდგენის დროს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გაარკვია.

“დღეს, 24 აგვისტოს, 15:02 საათზე, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქვესადგურში "ალავერდი 2", ავარიულად გამოირთო საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "ალავერდი", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქვემო ქართლის მოსახლეობის ნაწილს. 

ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უმოკლეს დროში განხორციელდა.


"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო”,- გვითხრეს ელექტრო სისტემაში.