34 წლის კაცი, რომელიც რუსთავში, რუსთაველის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მე-2 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნათია მინდაძემ დაუდასტურა.
ახალგაზრდა კაცი სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში ერთ კვირაზე მეტხანს იყო მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ, არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მე-2 სართულზე კონდიციონერს ამონტაჟებდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადმოვარდა.