ავარიის დროს 2 ადამიანი დაშავდა

2025-08-13 18:57:37

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბასლაინზე   ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების, მეხანძრე მაშველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.