რუსთავში ახალგაზრდა კაცი სიმაღლიდან გადმოვარდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 34 წლის კაცი რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-2 სართულზე კონდიციონერს ამონტაჟებდა, რა დროსაც გამოვარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.