ხანძარი რუსთავი-თბილისის მაგისტრალთან.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ცეცხლი ავტობანიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, სოფელ მთისძირთან, ხმელ ბალახს წაეკიდა.
ძლიერი ქარის გამო ცაცხლი მალევე გავრცელდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
ხანძარი დიდ ფართობზე გავრცელდა და რამდენიმე კილომეტრის დაშორებიდანაც კი ჩანდა.
მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზემა მალევე მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.