სპორტის სასახლის მიმდებარედ ხანძარი იყო

2025-08-10 16:12:36

თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ ხანძარი იყო.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ შენობაში აგრეგატს გაუჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 14:00 საათზე გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.